“სულ მეგონა რომ 40 წლის ასაკში ახალგაზრდობა მთავრდება, თუმცა დღეს ნათელი მაგალითი ვარ იმისა რომ ამ ასაკში ცხოვრება მხოლოდ იწყება”

98

მსახიობი ნინო მუმლაძე ახლახან გახდა დედა. ის ტავის პატარასთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს, დაბადების დღის მილოცვებსაც იღებს, რადგან იუბილარია და წერს იმის შესახებ, თუ როგორ იპოვა ბედნიერება 40 წლის ასაკში:

„ალბათ, როგორც ყველას, მეც სულ მეგონა, რომ 40 წლის ასაკში ახალგაზრდობა მთავრდება, თუმცა დღეს ნათელი მაგალითი ვარ იმისა, რომ ამ ასაკში ცხოვრება მხოლოდ იწყება. მე ჩემს 40 წელს შევხვდი ახლად შექმნილი ოჯახით და პატარა ჩვილით, ანუ ახალი ემოციებით, ახალი გამოწვევებით, ახალი განცდებით, ახალი გამოცდილებით, მოკლედ რომ ვთქვა – სრულიად ახალი ცხოვრებით…

ჰოდა, მადლობა ჩემი ცხოვრების სცენარის ავტორს ამ ბედნიერი მომენტისთვის. მადლობა ჩემს მეუღლეს ამ ახდენილი ოცნებისთვის. მადლობა ჩემი ოჯახის წევრებს, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში უპირობოდ მიდგანან გვერდში ყველა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო ეტაპზე და მეხმარებიან ყველაფერში. მადლობა იმ მეგობრებს, რომლებმაც ბოლომდე მიერთგულეს.

მადლობა ჩემს ორივე თეატრს და ჩემ კოლეგებს თანადგომისთვის, მადლობა იმ ადამიანებს, ვისაც გულწრფელად ვუყვარვარ და მაფასებენ და მადლობა ჩემს პატარა შვილიკოს იმისთვის, რომ ასეთი საყვარელია… ყველაფერი წინ არის, ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება… Happy birthday to me 🍾“.