“კარიერის დასრულების შემდეგ ალბათ სოფელში წავალ და მშვიდად ვიცხოვრებ, დავტკბები ცხოვრებით“

359

ქართველი ძიუდოისტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური კარიერის დასრულების შემდეგ სოფელში ცხოვრებას გეგმავს.

როგორც ლაშა ამბობს, ცხოვრებით ტკბობას გეგმავს და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებს.

„კარიერის დასრულების შემდეგ ალბათ სოფელში წავალ და მშვიდად ვიცხოვრებ. დავწერ ლექსებს, ვიქნები წყნარად, დავტკბები ცხოვრებით. და საერთოდ, ყველას გისურვებთ − ისიამოვნეთ ცხოვრებით“, – ამბობს ლაშა ბექაური.