“მას ცურვაში ჩემს შვილზე მეტი მედალი აქვს აღებული“ – რას ამბობს ილია სულამანიძის დედა შვილის შეყვარებულზე

282

23 წლის ცნობილი ქართველი ძიუდოისტის, ილია სულამანიძის დედა, მანანა გოჩელაშვილი ჟურნალ „სარკეს“ უყვება, როგორ გააცნო მისმა ვაჟმა თავისი რჩეული, რომელსაც ილიაზე მეტი მედალი აქვს აღებული:

„19 დეკემბერს, ჩემს დაბადების დღეზე, ორივე შვილმა ერთად მომიყვანა სარძლოები გასაცნობად. ძალიან კარგი გოგოები არიან. ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ იმდენად ჭკვიანი ბიჭები მყავს, რა თქმა უნდა, მათ არჩევანსაც ვენდობი. როცა მათი არჩევანი ჩემი მოსაწონიც არის, ამას რა სჯობს?! კარგად აღზრდილი და ლამაზი გოგოები არიან. ილიას შეყვარებულიც სპორტსმენი იყო, მოცურავე და რომ ვნახე ფოტოები, ილიაზე მეტი მედლებიც კი აქვს. ახლა იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს…“