დათის ოპერაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა – რა ფოტო ვრცელდება კლინიკიდან?

134

2 წლის წინ, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილი აშშ-ში იმყოფება, მას რეკონსტრუქციული პლასტიკური ოპერაცია ჩაუტარდა. ბავშვის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი წერს.

„მეგობრებო სათითაოდ პასუხს ვერ გწერთ მაპატიეთ.  ოპერაცია თითქმის 15 საათი გაგრძელდა და ცოტა ხნის წინ დასრულდა.  დათის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს. ეს ოპერაცია რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი და აუცილებლად შეგატყობინებთ.“ – წერს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი და დათის ფოტოს აქვეყნებს.