“ერთი წელია რაც ეტლში მყავს”

119

თე­ო­ნა კონ­ტრი­ძის ქმარს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.  ამის შე­სა­ხებ მომ­ღე­რა­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს. კონ­ტრი­ძის ქმარს ხუთი წლის წინ გა­ფან­ტუ­ლი სკლე­რო­ზის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს.

წყვილმა 2008 წელს საქართველოში იქორწინა.

,,08.08.08 – თბი­ლის­ში დავ­ქორ­წინ­დით. დღე იყო დრა­მა­ტუ­ლი და ძა­ლი­ან რთუ­ლი, მაგ­რამ ვცდი­ლობ­დით ბედ­ნი­ე­რე­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. ხუთი წლის წინ ჩემს პრინცს გა­ფან­ტუ­ლი სკლე­რო­ზის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. ერთი წე­ლია რაც ეტ­ლში მყავს, მაგ­რამ ჩვენ, ისე­ვე რო­გორც 16 წლის წინ, ღირ­სე­უ­ლად ვუმკლავ­დე­ბით ჩვენს დრა­მას და ყო­ველ­დღე ვცდი­ლობთ, ღმერ­თის მად­ლი­ე­რი ვი­ყოთ ყვე­ლაფ­რის­თვის, რაც მან მოგ­ვცა: შე­სა­ნიშ­ნა­ვი შვი­ლე­ბი, ძა­ლი­ან კარ­გი მე­გობ­რე­ბი, ოჯა­ხი. სა­მუ­შაო, რო­მე­ლიც გვიყ­ვარს, ბევ­რი სი­ცი­ლი, მუ­სი­კა და მოგ­ზა­უ­რო­ბა.

ჩვენ­მა სიყ­ვა­რულ­მა გა­ი­მარ­ჯვა მა­შინ, იმარ­ჯვებს ახლა და ყო­ველ­თვის გა­ი­მარ­ჯვებს! კოლი, შენ ხარ ჩემი მთა­ვა­რი სა­გან­ძუ­რი, ჯო­კე­რი, ბრი­ლი­ან­ტი“, – წერს 47 წლის მომ­ღე­რა­ლი.