“ჟურნალისტი დამემუქრა, ჩემს სტატუსში გამოთქმული აზრის გამო, წარმოიდინეთ რა უბედურებაშია ქვეყანა”

64

თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

”მირეკავს ნოდარ მელაძე ნაწყენი ჩემი სტატუსის გამო, რომ ტვ პირველის ეთერი არაობიექტურად მივიჩნიე და ვთქვი რომ ტვ პირველი ხაზარაძის გავლენის ქვეშ მოექცა, და მას უკვე ბევრი აღნიშნავს და მევახშე ხაზარაძის სახელს აიკდებენ ორმაგი სტადარტით თქო , ფინალი საუბრის ასეთი იყო, “ ყვიროდა , აი ნახავ რასაც ვიზამ , მე შენზე სიუჟეტს გავაკეთებ ნაც მოძრაობასთან როგორ ვაჭრობო” 😂( კიდევ კარგი მთელი გუნდი გვისმენდა ოფისში) ანუ შენიშვნა რომ არ მიმეცა , მაშინ სიუჟეტს არ მომიძღვნიდა და “კარგი გოგო” ვიქნებოდი ანუ რაიმე ინფორმაციას მალავდა, იცოდა და მალავდა, გაბრაზდა და აღარ მალავს ??😂🤷🏼‍♂️
გაოგნებული ვუსმენდი ამ -მისი პირიდან ამოსულ სიბინძურეს , სიტყვა “ვაჭრობა” , როგორც ჩანს მევახშე ხაზარაძისგან გაიგო და ისწავლა- სამწუხაროა , რა ვიცი გამიკვირდა, არ ველოდი . (ან რა მაქვს სავაჭრო რატომ და რისთვის უნდა “ვვაჭრობდე ” ?? ოჰ ეს სიტყვა “ვაჭრობა”, ხომ არ მოსცილდა ქართულ პოლიტიკას ??!! არადა მართლა რომ იცოდეს “სამზარეულო” ნოდარ მელაძემ ამ სიბილწეს და სისულელეს ხომ არ მაკადრებდა ,არც მე და არც საკუთარ თავს აკადრებდა . ჰოდა აი ამის შემდეგ რა ჟურნალისტიკაზეა საუბარი ,ან რა ობიექტურობაზე,ან,ან …..
რა დღეშია ეს ქვეყანა,ან რა მომავალი ელის??? წინ წყალი უკან მეწყერი…..აი ასეა რა.
ხალხნო ! ოპო არხის ჟურნალისტი დამემუქრა, ჩემს სტატუსში გამოთქმული აზრის გამო, წარმოიდინეთ რა უბედურებაშია ქვეყანა?!
წარმოიდგინეთ ერთი წუთით ხაზარაძე სათავეში რომ მოვიდეს ?! რით განსხვავდება ივანიშვილისგან (ვეთანხმები ამ გამონათქვამდი შალვა ნათელაშვილს) არაფრით სრულიად არაფრით!
ჩემს ბავშვობაში ასეთი ფილმი იყო “ჩემი მეგობარი ნოდარი”
ვისი მეგობარი ხარ ნოდარ შენ?!
სამწუხაროა…..
P.S
კაცო , “ესენი” -(ზოგიერთი) , ისე მესაუბრებიან თითქოს ყოფილი ხელისუფლების დროს სიტყვა მაინც ეთქვათ, ან შენიშვნა მაინც მიეცათ იმ 9 წლის მანძილზე ხელისუფლებისთვის , ახლა რომ იხსენებენ იმ ცხრა წელს, ან რა უნდა დაწეროთ თამარ ჩარკვიანზე ,რაც ოცნების ტროლ-ბოტებს არ უკადრებიათ ჩემზე 2016 წლიდან😊🤷🏼‍♂️
რა საშინელებაა, ასეთი- ადამიანური თვისებების მოულოდნელი ლუსტრაცია , თითქოს უნდა მიეჩვიოო და არა, ღმერთმანი ვერ ვეჩვევი – მაინც გულისწყვეტა მოაქვს!”