ცისია მეტრეველი ლოს-ანჯელესის კინოფესტივალზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელ ქალად დაასახელეს

131

მსახიობი ცისია მეტრეველი, ახლახან, ლოს-ანჯელესის კინოფესტივალზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელ ქალად დაასახელეს.

მიღებულ ჯილდოსა და საკუთარ ემოციებზე ცისია მეტრეველი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს:

წელიწად-ნახევრის წინ, გვქონდა ორდღიანი გადაღებები. სოფო ბერიშვილის სადებიუტო ფილმია, სახელწოდებით – „ილუზია“. სიურრეალისტური დრამაა, საინტერესო სცენარით. მე და ალეკო ბეგალიშვილი ვთამაშობთ ცოლ-ქმარს.

ამ ფილმისთვის სპეციალურად შექმნა მუსიკა ზაზა მარჯანიშვილმა. ფილმი წარდგენილი იყო უცხოეთში ფესტივალებზე და დიდი მოწონება დაიმსახურა. ნიუ- ჯერსის ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა. ერთ-ერთი ნომინაცია მე ავიღე – „მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შემსრულებელი მსახიობი“.

წარმოიდგინეთ, ამერიკის ფესტივალზე ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა ფილმმა: აიღო საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის, საუკეთესო დებიუტანტი რეჟისორის, საუკეთესო ოპერატორის, საუკეთესო მონტაჟის და საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალის პრიზები. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ქართულმა ფილმმა ასეთი აღიარება მოიპოვა. სხვათა შორის, სან-დიეგოშიც აიღო ფილმმა პრიზი და ასევე, სოფომ, როგორც დებიუტანტმა რეჟისორმა. კიდევ ბევრ ფესტივალზეა წარდგენილი და ძალიან მიხარია, რომ ასეთი წარმატებულია“, – აღნიშნავას ცისია მეტრეველი.