“ჩვენთანაც დარეკეს თაღლითებმა, თქვენი ოჯახის წევრს ნეკნები ჩაემტვრა და სასწრაფოდ 11 000 ევროა გადასარიცხიო“

138

ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ახალი თაღლითური სქემის შესახებ. კერძოდ, გაურკვეველი პირები მოქალაქეებს უკავშირდებიან, ეცნობიან როგორც ექიმები და დიდი ოდენობის თანხის გადარიცხვას სთხოვენ.

ახალი თაღლითური სქემის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს ტელეწამყვანი ანა გიუნტერი:

“ჩვენთანაც დარეკეს თაღლითებმა, თქვენი ოჯახის წევრს ნეკნები ჩაემტვრა და სასწრაფოდ 11 000 ევროა გადასარიცხიო.სხვა ოჯახის წევრების რეალური მდგომარეობა რომ გაიგეს აღიარეს,რომ მსგავს ტყუილსაც ვერ მოიგონებდნენ.

ვფიქრობ, ცოტა ნანობენ კიდეც, მაგრამ მაინც გაფრთხილდით, ხალხო!! ნუ ენდობით!!!!“, – წერს ანა გიუნტერი.