“მითხრა ეს არის შენი მშობელი და ბოლომდე მიაწექიო… გპირდებით არც ტირილს და არც მეგრულ თავის წაქცევას არ მოგაკლებთ”
“ეს ისტორია ცალკე პოსტად უნდა დამედო. თავიდან, როდესაც ინფორმაცია მომაწოდეს, ერთერთი პირველი, ვისაც დავურეკე იყო Brigitte. ყველა საქმე გვერდზე გადადო, თავისი ჯადოქრობები მოიმარჯვა და მითხრა, ეს არის შენი მშობელი და ბოლომდე მიაწექიო. ქალი ასტროლოგი მეგონა და მედიუმი აღმოჩნდა ბრიჯიტ დაო, შენ ყოფილხარ ასტროლოგიის დედა დედოფალი“, – ამის შესახებ თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის, ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ 8-წლიანი ძიების შემდეგ ბიოლოგიური მშობელი იპოვა. ის დეტალებზე ჯერ არ საუბრობს, თუმა ამბობს, რომ მეგრელია. სოციალურ ქსელში კომენტარებში ასევე წერს, რომ მისი ბიოლოგიური დედა ცოცხალია და დედის მხრიდან არ ჰყავს დედმამიშვილი.