გადმოცვივდნენ ბიჭები ორივე მანქანიდან – იაზრებენ რას გადარჩნენ და ეხუტებიან, კოცნიან ერთმანეთს – რა მოჰყვა თბილისში მანქანების შეჯახებას?

154

ჟურნალისტი ნანა აკობიძე სოციალურ ქსელში თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ წერს, რომლის თვითმხილველიც უნებურად გახდა:

„ავარია მოხდა აბაშიძეზე. ორი მანქანა დაეჯახა ერთმანეთს. საბედნიეროდ, არ დაშავებულან, გადმოცვივდნენ ბიჭები ორივე მანქანიდან და დაიძრნენ ერთმანეთისკენ. – როგორც წესი, მანქანების თვალიერება და არცთუ იშვიათად „ჩემი დედა, შენი დედა“ იწყება ხოლმე ასეთ დროს. მაგრამ გვერდს უვლიან დამტვრეულ მანქანებს და ერთმანეთს ეხვევიან. ბიჭები – 20-22 წლისანი. ბეწვზე გადარჩენილები. თავიდან დაბადებულები. მერე მანქანებს ათვალიერებენ – თავიდან იაზრებენ, რას გადარჩნენ და ისევ ეხუტებიან, კოცნიან ერთმანეთს. 

ვუყურებთ აივნებიდან და ყველანი ვმონაწილეობთ ამ დღესასწაულში – მხოლოდ საკუთარს კი არა, ერთმანეთის გადარჩენის დღესასწაულში და ზუსტად ვიცი, ყველა იმას ფიქრობს, რასაც მე; 

რა კარგია, რა მარტივია ადამიანად ყოფნა!“ – წერს ნანა აკობიძე.