“პირველ რიგში ჯერ სააკაშვილი უნდა ჩამოგეთრიათ და დაგესაჯათ სათანადოდ ჩადენილი დანაშაულებისათვის”

360

“ქართული ოცნების” მხარდამჭერი, თეა ბარნაბიშვილი ფეისბუქში წერს:

“პირველ რიგში ჯერ სააკაშვილი უნდა ჩამოგეთრიათ და დაგესაჯათ სათანადოდ ჩადენილი დანაშაულებისათვის,მერე ზედ მიგეყოლებინათ ყველა დანარჩენი, ახლა რომ ორმეტრიანი ენები აქვთ წამოგდებული და დღეს ამდენი ქაოსი და სიბინძურე არ იქნებოდა. ამათ ოპოზიცია კი არა, ქვეყნის დამაქცევარები ჰქვიათ.

სახელმწიფოს რომ ძირს გამოუთხრი და მისი იმიჯის შელახვაზე იზრუნებ დღე და ღამ, ასეთები ციხეში უნდა ლპებოდნენ, პარლამენტარობისთვის კი არ უნდა იბრძოდნენ.

კოაბიტაცია კი არა, ამათი ბუნდღაც არ უნდა დარჩენილიყო, რაც ქვეყანას უყვეს, კიდევ აქეთ პრეტენზიებით არიან და კიდევ თავზე ხელს უსვამთ.

პორტირებულების სახითაც რომ შემოძვრნენ “ოცნებაში”,მის იმიჯსაც ლახავენ, ხალხის ნერვებსაც ანადგურებენ და თითის წვერებზეც გვაბზრიალებენ. მოაშორეთ ეს ნაგვები ქვეყანას,დავიღალეთ და შევიშალეთ უკვე ამ ლეშიჭამიების ყურებით. ბოლოს “ოცნება” კი არა,დომხალი შეგვრჩება ხელში.”– წერს თეა ბარნაბიშვილი