“თამომ თავის მოვლის ხაზი გააკეთა, მისი შემოსავალი იმდენად ეფექტურია რომ სპონსორის სტატუსით მიიწვიეს“

43

ვენეციის კინოფესტივალზე თამო ვაშალომიძის გამოჩენამ საზოგადოების დიდი ნაწილი აღაფრთოვანა და მისი მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურეს. საზოგადოების ნაწილი კი აღნიშნულს საპირისპირო ემოციებით შეხვდა.

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ თამო ვაშალომიძის მიერ შექმნილი თავის მოვლის ხაზი იმდენად შემოსავლიანია, რომ ვენეციის კინოფესტივალზე სპონსორის სტატუსით მიიწვიეს.

„თამო ვაშალომიძის ისეთ ბულინგს ვუყურებ. მეგობრებო, თამომ თავის მოვლის ხაზი გააკეთა და მისი შემოსავალი იმდენად ეფექტურია რომ სპონსორის სტატუსით მიიწვიეს.

დაა**სა კატამ თქვენს სტანდარტებს, რომელსაც ის არ აკმაყოფილებს. ერთი, ხალხს არ იჩემებდეთ რა, თქვე რაღაჩნაირებო.

თამო წარმატებები და ასე გააგრძელე 😍“, – წერს ნანუკა.