ქეით მიდლტონმა განაცხადა, რომ ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა

17

უელსის პრინცესამ, ქეით მიდლტონმა, რომელსაც მიმდინარე წლის მარტში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, განაცხადა, რომ მან ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა.

უელსის პრინცესამ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ეს პერიოდი „წარმოუდგენლად მძიმე იყო ჩვენთვის, როგორც ოჯახისთვის“.

„შვებაა ასეთი განცხადების გაკეთება, მაგრამ ჩემი გზა განკურნებისა და სრული გამოჯანმრთელებისკენ გრძელია“, – განაცხადა უელსის პრინცესამ.

მისი თქმით,ის მოუთმენლად ელის სამსახურში დაბრუნებასა და საჯარო ჩართულობის განხორციელებას უახლოეს თვეებში, როდესაც ამას შეძლებს.