ქეთა თოფურიამ დაბადების დღე საქართველოში, ქმართან და მეგობრებთან ერთად, აღნიშნა – ფოტოები წვეულებიდან

34

ქეთა თო­ფუ­რია მე­სა­მე შვი­ლის გა­ჩე­ნის შემ­დეგ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ამ ცოტა ხნის წინ პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა. მომ­ღე­რალ­მა სწავ­ლის და­წყე­ბის პირ­ველ დღეს, 2 სექ­ტემ­ბერს პირ­ვე­ლი შვი­ლი ოლი­ვია სკო­ლა­ში გა­ა­ცი­ლა. ეს მოს­კოვ­ში მოხ­და, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, რამ­დე­ნი­მე დღე­ში რუ­სე­თი და­ტო­ვა და 9 სექ­ტემ­ბერს, და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნა სამ­შობ­ლო­ში გა­და­წყვი­ტა.

მოკ­ლედ, გუ­შინ თო­ფუ­რი­ამ 38 წლის იუ­ბი­ლე სა­ქარ­თვე­ლო­ში იზე­ი­მა. ფო­ტო­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ვი­პო­ვეთ, ჩანს, რომ სა­ღა­მოს თიკა ბა­ლან­ჩი­ნის ცო­ცხა­ლი ბენ­დი აფორ­მებ­და.

და­ბა­დე­ბის დღე­ზე ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ვარ­კვლა­ვე­ბი­დან თით­ქმის არა­ვინ ჩან­და. კად­რებ­ში ჩანს მხო­ლოდ კომ­პო­ზი­ტო­რი გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძე. თო­ფუ­რია და­ბა­დე­ბის დღის ასაღ­ნიშ­ნად რუ­სე­თი­დან მარ­ტო არ ჩა­მო­სუ­ლა, მას თან ახ­ლდა მე­უღ­ლე ლევ ძენ­გო­ვი.

“ყო­ველ დღე მად­ლო­ბას ვუხ­დი ბედს შენ­თვის! ყო­ველ­თვის ბედ­ნი­ე­რი იყა­ვი, ჩემო სულო… გი­ლო­ცავ და­ბა­დე­ბის დღეს…“ – წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თო­ფუ­რი­ას ქმა­რი და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს.