“რაც დრო გადის უფრო და უფრო მეტად მიყვარდები“ – სანდრო შელია მეუღლეს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს

224

ჟურნალისტი ნინა ხუბუტია იუბილარია. სანდრო შელია მეუღლეს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს.

„მსოფლიოში ყველაზე ლამაზი, კეთილი, ღირსეული გოგო, რომელმაც სიყვარული მაჩუქა. დღეს ნინას დღეა! ყველა ოცნება აგვიხდება ერთად – შენ ყველაზე მეტად იმსახურებ ბედნიერებას! რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტად მიყვარდები“ – წერს სანდრო შელია სოციალურ ქსელში.

კომპანია CAI-ს გენერალური დირექტორი, სანდრო შელია და „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ნინა ხუბუტია გასული წლის შემოდგომაზე დაქორწინდნენ.