“რა თქმა უნდა ადგილი უცვლელია, ისევ შევხვდებით” – ფეხმძიმე ნინუცა როსტიაშვილი ტელეეკრანს დაუბრუნდა

83

„დილა მშვიდობისა საქართველო“ კვლავ „რუსთავი 2“-ის ეთერშია.

გადაცემის ჟურნალისტი, ტელესახე ნინუცა როსტიაშვილი განსაკუთრებულ მდგომარეობაში დაუბრუნდა ეკრანს – ის პირველ შვილს ელოდება.

მისი პირველი სტუმარი კი ცნობილი მეან-გინეკოლოგი, დავით გაგუა გახლდათ.

ამის შესახებ ნინუცა თავად წერს და ფოტოებსაც გვიზიარებს სტუდიიდან:

რა თქმა უნდა, ადგილი უცვლელია, ისევ შევხვდებით „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში, ამჯერად ყოველ ხუთშაბათს…

ყოველკვირეულად შემოგთავაზებთ საჭირო რჩევებს ქალის ცხოვრებაში ყველაზე განსაკუთრებული პერიოდის – ორსულობის გარშემო.

რუბრიკის პირველი სტუმარი მეან-გინეკოლოგი დავით გაგუა იყო“.