“ვემზადები ქიმიოთერაპიისთვის, გადავიპარსე თავი… 20 დღის წინ გაუსაძლისი ტკივილი ვიგრძენი”

127

პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლია (პეტ­რე კოლ­ხი) რამ­დე­ნი­მე თვის წინ სა­პატ­რი­არ­ქომ და­სა­ჯა და მღვდელმსა­ხუ­რე­ბა შე­უ­ჩე­რა. მისი სა­კი­თხი 13 თე­ბერ­ვლის კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე იქნა გან­ხი­ლუ­ლი.

გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლო­ბით, მცხე­თა-თბი­ლი­სის ეპარ­ქი­ის მღვდელმსა­ხუ­რი, დე­კა­ნოზ პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლია, მღვდლის­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი ქმე­დე­ბე­ბი­სა და გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის გამო სამ­გზის იყო და­ბა­რე­ბუ­ლი კო­მი­სი­ა­ზე, მაგ­რამ არ გა­მო­ცხად­და არა­სა­პა­ტიო მი­ზე­ზით, – უცხო­ეთ­ში ყოფ­ნის გამო, რა­ზეც მას, გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კურ­თხე­ვა არ ჰქონ­და აღე­ბუ­ლი.
მა­შინ კოლ­ხი ამ­ბობ­და, ჰქონდდა სია, ვინც გა­მუდ­მე­ბით შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს მას და აპი­რებს, ეს სია ე.წ. ზნე­ობ­რივ კო­მი­სი­ას გა­დას­ცეს.

“დას­ჯა არა, რო­გორც წესი, წა­კი­თხუ­ლის გა­აზ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან გვი­ჭირს… ასეც რომ იყოს, ვის­თვის რა არის დას­ჯა… ესეც ძა­ლი­ან პი­რო­ბი­თია, თუმ­ცა მე ვარ სა­სუ­ლი­ე­რო პირი და რო­გორც კი ჩა­მო­ვალ სა­ქარ­თვე­ლო­ში, აუ­ცი­ლებ­ლად ვა­პი­რებ მის­ვლას მღვდელმთავ­რებ­თან… ჩემ­თვის სხვა რამ უფრო სა­გან­გა­შოა… ჰოდა, ახლა ეს მინ­და გი­თხრათ… ერთ-ერთი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის გამო, ვის­თვი­საც სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­უ­ყე­ნე­ბი­ათ, ერის­კა­ცი და­ი­ბა­რეს, ბო­დი­ში მო­ახ­დე­ვი­ნეს და პი­რო­ბაც ჩა­მო­არ­თვეს, თუ იგი­ვეს გა­ი­მე­ო­რებს, და­ის­ჯე­ბა უზი­ა­რებ­ლო­ბით…
სია მაქვს, ვინც გა­მუდ­მე­ბით მლან­ძღავს, მთა­თხავს, შე­უ­რა­ცხყო­ფას მა­ყე­ნებს და არ მი­ყე­ნებს მკვდარ და ცო­ცხალს, ამ სიას გა­დავ­ცემ ე.წ. ზნე­ობ­რივ კო­მი­სი­ას, იმე­დია გა­მო­ი­ჩე­ნენ ჰუ­მა­ნიზმს და მათ შუ­ა­მავ­ლო­ბით ბო­დიშ­საც მო­მიხ­დი­ან…. ნუ, აქვე გე­ტყვით, რომ კო­მი­კუ­რია, ღმერ­თმა ქნას ვცდე­ბო­დე…” – ამ­ბობ­და პეტ­რე კოლ­ხი.

ხმა­უ­რი­სა და აჟი­ო­ტა­ჟის შემ­დეგ პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლი­ამ პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვიუ ნი­კო­ლოზ ხა­ჩი­ძეს მის­ცა, გა­და­ცე­მა­ში “ნი­კო­ლო­ზის კი­თხვე­ბი” ის მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა­ზეც სა­უბ­რობს, რო­მელ­საც ებ­რძვის. ასე­ვე ამ­ბობს, რომ ბოლო დროს მის მი­მართ იყო სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­ქა­რე­ბი მათ შო­რის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მხრი­დან და ლიკ­ვი­და­ცი­ი­თაც კი ემუქ­რე­ბოდ­ნენ.
“ოპე­რა­ცია დამ­ჭირ­და, ამას პირ­ვე­ლად ვამ­ბობ შენ­თან. 20 დღის წინ გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლი ვიგ­რძე­ნი, ფეხ­ზე ვერ ვდგე­ბო­დი, ვქვავ­დე­ბი ხში­რად, არა­ფე­რი მეს­მის. ვემ­ზა­დე­ბი ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის­თვის. გა­და­ვი­პარ­სე თავი” – თქვა კვა­რა­ცხე­ლი­ამ.