„ერთი ქალბატონის ფოტო გავრცელდა და წერია, რომ ის დედაჩემია…“

72

თამუნა მუსერიძე მორიგ „ინსტაგრამ“-სთორიში გვიზიარებს, თუ რატომ არ ჰყვება ინტერვიუში ვრცლად საკუთარი ბიოლოგიური მშობლების პოვნის ამბავს:

„რაც შეეხება ინტერვიუს, მესმის, რომ ძალიან ბევრია დაინტერესებული. გამომდინარე იქიდან, რომ ერთ-ერთ კომპანიასთან გავაფორმე ხელშეკრულება, ამ ეტაპზე ინტერვიუს ვერ ვიძლევი და ვერ ვყვები ისტორიას დეტალურად. ვისთან მაქვს ხელშეკრულება გაფორმებული, ამაზე უკვე ვისაუბრე, მაგრამ ვიღაცებს არ სჯერათ. 22 სექტემბერს გამოვა პირველ სერია. კომპანიის სახელი რომ ვთქვი, აგრესია წამოვიდა, ამიტომ როცა დაიდება დოკუმენტური ფილმი, პირდაპირ გავაზიარებ…“

ჟურნალისტი ასევე აღნიშნავს, რომ ვრცელდება ყალბი ინფორმაცია მის დედასთან დაკავშირებით:

„რაც შეეხება ფოტოების ფრიალს, გავრცელდა ჩემი მეგობრის ლიკა როგავას ფოტო, სადაც დააწერეს, რომ ის დედაჩემია. ასევე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩემი მეგობარი ისრაელიდან ჩამოსვლის დროს სამი წლის წინ არის გადაღებული და წერენ, რომ ის ჩემი დეიდაშვილია. კიდევ ერთი ქალბატონის ფოტო გავრცელდა და წერია, რომ ის დედაჩემია. ყველას მინდა გთხოვოთ, უცხო ადამიანის ფოტოები არ დადოთ. კარგი, ლიკა დედაჩემი ვერ იქნება, რადგან ასაკით ჩემზე პატარაა, მაგრამ ის მეორე ქალბატონი, ვისი ფოტოც გავრცელდა, შეიძლება შემთხვევით წააწყდეს თავის ფოტოს და დიდი პრობლემები შეექმნას, გთხოვთ, თქვენი ვარაუდით ნურაფერს დაწერთ!..“