“ძალიან სიმპათიური ბიოლოგიური მამა მყავს… იმედია, დედაც მალე მოეგება გონს“

33

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცის­ნა­მი საყ­ვარ­ლიშ­ვი­ლი წლე­ბის წინ, ბი­ო­ლო­გი­ურ­მა დე­დამ ნე­ბით და­ტო­ვა სამ­შო­ბი­ა­რო­ში. გო­გო­ნა გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ონ­ში უსი­ნათ­ლო წყვილ­მა იშ­ვი­ლა და გა­ზარ­და.

წლე­ბის შემ­დეგ მან ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა იპო­ვა, თუმ­ცა მათი დედა-შვი­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა თით­ქოს ვერ შედ­გა. ახლა უკვე მა­მაც იპო­ვა, რო­მელ­საც ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და, რომ კი­დევ ერთი გო­გო­ნა ჰყავს.

“მამაჩემი – ვანო საყვარლიშვილი რომ დაიღუპა, 2009 წლის ივლისში, საშინლად მტკივნეული იყო ჩემთვის.

უზომოდ მიყვარდა, ჩემი ხატება იყო.

მაშინ იტალიაში უსაბუთო ვიყავი და ვერ ჩავედი მამის დაკრძალვაზე. მეგონა, რომ დავობლდი და ობოლი გოგონა ვიყავი. თურმე შევმცდარვარ, მე ძალიან სიმპატიური ბიოლოგიური მამა მყავს.

ნახეთ მისი ფოტო ახალგაზრდობაში და ახლა. მამა 72 წლისაა. მითხრეს, რომ ვგავარ. თქვენ რას ფიქრობთ?ამ კაცის შექმნილი ვარ, უსინათლო ვანოს გაზრდილი. ძალიან მდიდარი ვარ, ორი მამა მყავს” – წერს ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს.