„ძალიან გთხოვთ შეეშვით ამ დამუნათებას… დიდი უბედურება ავიცილე თავიდან… ამას ვამბობ პირველად საჯაროდ”

26

თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს.

როგორც ჟურნალისტი ამბობს, ყველაზე მეტი კრიტიკული კითხვა მის მიმართ ისმის იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ეძებდა ბიოლოგიურ მშობლებს:

„ერთი წამით არ იფიქროთ, რომ ვინც გაგვზარდა იმას არ ვაფასებთ გაშვილებული ადამიანები.

არ იფიქროთ, რომ ისინი ჩვენი მშობლები არ არიან, ან თითქოს მათ მშობლებად არ აღვიქვამთ, მაგრამ ხალხო მხოლოდ მამის მხრიდან აღმომაჩნდა 26 ბიძაშვილი, თქვენ ხვდებით ეს რამხელა რისკია ჩემს ცხოვრებაში?

ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ჩვენი შვილები ერთმანეთს გადაეყარონ და ნებისმიერ დროს შეიძლება ძალიან დიდი უბედურების წინაშე დავდგეთ…

დიდი უბედურება ავიცილე თავიდან და პირველ რიგში გენეტიკური დაავადებები…

ძალიან გთხოვთ შეეშვით ამ დამუნათებას…

ამას ვამბობ პირველად საჯაროდ, როდესაც მივდიოდი ჩემი მამას სანახავად, ერთადერთი შეგრძნება რაც მქონდა იყო ის რომ მე ვღალატობდი მამაჩემს, იმიტომ რომ ასე შთამაგონეს…” – ამბობს თამუნა მუსერიძე.