ტურისტული კომპანია Traveler.ge-ს დამფუძნებელი შალვა ბოლოთაშვილი შატილში მომხდარ ავტოკატასტროფას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ მისთვის ამ ტრაგედიით ცხოვრება დასრულდა.
„სიცოცხლე დამთავრდა ჩემთვისაც. გამანადგურა ამ ტრაგედიამ. ჩემს ადგილზე ყოფნას მათ ადგილზე ყოფნა ჯობია. აღარ არის ჩემი საუკეთესო მეგობარი სერგო. ვეღარასოდეს ვნახავ ჩემს უსაყვარლეს ნუცის და ხატიას. 17 ადამიანის სიცოცხლე, რომელთაც ჩემი დარჩენილი ცხოვრებაც გაჰყვა. ყველაფერი დამთავრდა, ასეთი ყოფილა ჩემი დასასრულიც“, – წერს შალვა ბოლოთაშვილი.