“რა ტრაგიკული ბედი ჰქონია მაიას, ერთი შვილი 2 წლის ასაკში გარდაეცვალა”

681

შატილის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის დროს დაღუპულ 17 მგზავრთა შორის დედა-შვილი, მაია მამუჩაშვილი და ნუცა ყანადაშვილიც არიან.

მაია მამუჩაშვილზე მისი მეგობარი სოციალურ ქსელში წერს:

„ნუცა ყანადაშვილი – მაია მამუჩაშვილის შვილი. რა ტრაგიკული ბედი ჰქონია მაიას, ერთი შვილი 2 წლის ასაკში გარდაეცვალა, ადუღებული წყალი გადაესხა (ზუსტად 9 აპრილის ტრაგედიის დღეებში), მეორე შვილი და თვითონ ხევსურეთის გზაზე დაიღუპნენ“, – წერს დალი ჭეიძე