პუბლიცისტი დავით კალანდია ფეისბუქზე წერს:
“ვერ მოვითმინე, და შალიკო ნათელაძის თანამეცხედრის ვოლზე (ანუ სტენკაზე) შევედი.
მითხრეს, შალიკოს თანამეცხედრე პოეტია, ლექსებს წერს და კიდე არალექსებსაც ეთამაშება-ო.
მე კი სულ ვეძებ ახალ სახელებს ქართულ კალმოსნობაში…სამწუხაროდ ჯერ ვერაფერი ჩემთვის საინტერესო ვერ ვნახე. ალბათ იმიტომ, რომ წუნია ვარ.
ანდა იმიტომ, რომ გოიმი ვარ.
ხოდა დაუკითხავად შევედი.
ჯერ გამიკვირდა, რომ იმ ქალთან სამასამდე საერთო მეგობარი მყავს. მერე გამახსენდა, სტალინი მე არა ვარ, ნათესავებიც რომ გავასამართლო მსჯავრდებულთან ერთად.
იქნებ-მეთქი, რამე საინტერესოა-თქო. მერე რა, რომ შალიკოს ცოლია? ვის არ მოსვლია?
შევედი, წავიკითხე.
ნუ, ლექსები ამ დონის აქვს (ნაწყვეტი):
“წვიმს და წვიმს, სველია ხეები,
მოვრბივარ, კაბა ზედ მადნება.
როგორი გიჟია ეს წვიმა,
სულ იცის, ჩემს გულში რა ხდება”.
განსაკუთრებით “სველია ხეები” მომეწონა. და კაბაც რო ადნება, ისიც.
წარმოვიდგინე, ჩემი ასაკის ქალი როგორ მირბის წვიმაში და ზედ კაბა როგორ ადნება, ნელ-ნელა, და მერე, კაბა რო დაადნება, სხვა დანარჩენიც იწყებ დნობას…
და ამას მისი ქმრის ელექტორატი რომ უყურებს და უხარიან!
მაგრამ ეს ჩემი ავადმყოფური ფანტაზიებია.
ლექსების ხარისხზე რა ვთქვა? შტამპი, შტამპი და კიდევ ერთხელ შთამპი. თანაც ძალიან უხარისხო.
მაგრამ, რაც ყველაზე გასაკვირია, ათასზე მეტი მომწონებელი ჰყავს, ამათგან ჩემი “ფრენდი”, კიდევ კარგი, საკმაოდ ცოტაა, თორემ მაგრად გამიტყდებოდა. მე რატომღაც მგონია, რომ ყველაზე ნატიფი გემოვნების ხალხი მყავს გარს შემოკრებილი, და ასეთი უგემოვნეობის მოწონება, ნამდვილად არ მსიამოვნებს.
არამგონია ადამიანს გალაკტიონი, კალანდაძე, ლეონიძე და მათნაირი პოეზიის მერე, შეიძლება ამდაგვარი ცუდად გარითმული უაზრო სტრიქონები (ლექსს ვერ დავარქმევ) მოწონდეს.
მაგრამ “ულაიქებენ”.
ზოგჯერ აღტაცებულ სიტყვებსაც უწერენ.
რა საინტერესოა ეს ყველაფერი…
. . .
მაქვს იმის ამბიცია ვთქა, რომ ლიტერატურაში, განსაკუთრებით კი პოეზიაში, რაღაც მესმის და საკმაოდ კარგად ვერკვევი.
და ამიტომ თამამად ვამბობ, ნათელაძის ცოლის “პოეზია” არ ვარგა.
არაფრად.
. . .
ეს კი უკვე ჩემია:
“გზას გალუმპული მივყვები,
წვიმა ზღვასავით სველია,
არყის ხის თოთო კვირტები
არყის სიმერას მღერიან”
რით არის უარესი?
მიდით ახლა, დამილაიქეთ და მითხარით, რომ “გენიალურიაააააა”.
(ვხუმრობ)”, – წერს დავით კალანდია.