„იმხელა გული ჰქონდა, ყველას სიყვარულს იტევდა… შეხვედრამდე, ჩვენო მოსიყვარულე ბიჭო“

5

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, ნიკოლოზ კაპანაძე, 38 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.

ახალგაზრდა კაცს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.

„მე ძალიან კარგი მეგობარი მყავდა. რთულია წარსულში თქმა, მაგრამ უნდა ყველამ იცოდეს,დიდთან დიდი, პატარასთან პატარა, მზრუნველი და ყურადღებიანი…იმხელა გული ჰქონდა, ყველას სიყვარულს იტევდა. შეხვედრამდე, ჩვენო მოსიყვარულე ბიჭო, ნიკოლოზ“, – წერს მეგობარი სოციალურ ქსელში.

გავრცელებული ინფორმაციით, ნიკოლოზ კაპანაძე გულის შეტევით გარდაიცვალა.