“სიცოცხლის ბოლო პერიოდში მკითხა ვიყავი თუ არა ბედნიერი, მივხვდი რომ უნდა მომეტყუებინა“

68

მსახიობი მაკა ძაგანია „ნიკოლოზის კითხვებში“ საკუთარი ცხოვრების შესახებ საუბრობს. როგორც მსახიობი ჰყვება, მეორედ ოჯახის შექმნა საკმაოდ გაუჭირდა.

„მამაჩემი იყო ძალიან ცუდად. მახსოვს, სიცოცხლის ბოლო პერიოდში მკითხა, ვიყავი თუ არა ბედნიერი. მივხვდი, რომ უნდა მომეტყუებინა, რომ ვარ ბედნიერი. ძალიან მალე მამაჩემი გარდაიცვალა. ძალიან მეშინოდა მეორე ოჯახის შექმნის. როდესაც სტრესული ურთიერთობა გაქვს და ცუდად გახსენდება, გაქვს შიში, რომ იგივე არ განმეორდეს. ჩემზე რვა წლით პატარაა და უარს ვეუბნებოდი. ვეუბნებოდი, რვა წელია ბევრია და შემეშვი-მეთქი“, – საუბრობს მაკა.