“ასეთი ახლო მეგობარი არასდროს დამიკარგავს… გელას გარდაცვალებიდან ორი წლის თავზე შფოთვითი ტირილი მეწყება“

84

ნანა ჩარკვიანი „კავეა პლუსთან“ ინტერვიუში ამხელს, რომ ბაბუის, გელა ჩარკვიანის გარდაცვალებას ახლა უფრო მძაფრად განიცდის:

„ბაბუა გარდაიცვალა, როდესაც უნივერსიტეტის პირველი წელი მქონდა. ძალიან რთული იყო… გაშეშების მომენტი მქონდა. ემოცია არ დამიძრავს პირველი დღის ტირილის მერე. წელს, როცა ორი წელი გავიდა, შფოთვითი ტირილი მეწყება, გახსენებისას. ირაკლი რომ გარდაიცვალა და ოჯახის სხვა წევრები, პატარა ვიყავი, ასეთი ახლო მეგობარი არასდროს დამიკარგავს. ის მაბედნიერებს, რომ გელას ჰქონდა მიზნად, რომ ბევრი რამ ჩემთვის დაეტოვებინა, ვიცი, რომ რაც მას დაუტოვებია ჩემთვის, ჩემია და ყოველთვის შემიძლია დავუბრუნდე…“