„შემიძლია სანამ გათენდება გავიდე საყიდლებზე და ბოლო წუთებამდე ვიყო მაღაზიაში

48

„ძირითადად არავინ არ დამყვება საყიდლებზე, რადგან არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელიც შედის მაღაზიაში, ირჩევს და მაშინვე ყიდულობს… მე უნდა ვიფიქრო“ – ამის შესახებ ტელესახე სალომე გოგიაშვილმა „დღის პოსტში“ ისაუბრა.

ტელეწამყვანმა გადაცემაში ჩაცმის სტილზე გაამახვილა ყურადღება.

ტელესახე ამბობს, რომ საყიდლებზე ტანისამოსის შერჩევის პროცესი მისთვის მარტივი არ არის, რადგან ამ პროცესს მთელ დღეს უთმობს:

„ძირითადად არავინ არ დამყვება საყიდლებზე, იმიტომ რომ არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელიც შედის მაღაზიაში, ირჩევს და მაშინვე ყიდულობს…

მე უნდა ვიფიქრო, მთელი პროცესი მაქვს, ამიტომ შემიძლია, სანამ გათენდება, მანამ გავიდე საყიდლებზე და ბოლო წუთებამდე ვიყო მაღაზიაში. ეს ალბათ ქალებისთვის უცხო არ არის“ – ამბობს სალომე გოგიაშვილი.