მეფე ფილიპესა და დედოფალ ლეტიციას ვალენსიაში ტალახი ესროლეს

16

მეფე ფილიპე და დედოფალი ლეტიცია ვალენსიაში სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ. მონარქები სწორედ იმ ადგილას ჩავიდნენ, სადაც წყალდიდობამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ისინი მიმდინარე სამძებრო სამუშაოებს გაეცნენ და მოსახლეობას შეხვდნენ. ეს შეხვედრა მძიმე გამოდგა მეუღლეებისთვის, რადგან ხალხი მათ პროტესტითა და შეძახილებით შეხვდა.

ფოტოგრაფებმა აღბეჭდეს მომენტები, როგორ ესვრიან ტალახს მეფესა და დედოფალს, აქვე ისმის სკანდირება, მკვლელებო. ინტერნეტში ასევე ჩანს, მეფე ფილიპესა და დედოფალ ლეტიციას რეაქცია, ისინი აგრძელებენ დაზარალებულებთან საუბარს, მიუხედავად იმისა, რომ მათ სახეში ტალახს ესვრიან. გაბრაზებული მოსახლეობის აგრესიას, მონარქები ადეკვატურად შეხვდნენ, მეფე ფილიპე ხალხთან მივიდა და მათი დამშვიდება სცადა, ლეტიცია კი ცრემლებს ვერ იკავებდა.