იური ვაზაგაშვილს დღეს 66 წელი შეუსრულდებოდა!

889

„ზურას მკვლელები მანამდე რომ ჩაესვათ ციხეში, დარწმუნებული ვარ, იური ვაზაგაშვილი ახლა ცოცხალი იქნებოდა“, – ამის შესახებ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა იური ვაზაგაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„იური ვაზაგაშვილის მკვლელობა არის ყველაზე თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე ვერაგული, ცინიკური და ანტიადამიანური დანაშაული, რაც საქართველოს უახლეს ისტორიაში მომხდარა.

მამა, რომელიც შვილის მკვლელების დასჯისა და სამართლიანობის აღდგენისათვის იბრძოდა, მოკლული შვილის საფლავზე ააფეთქეს.

ზურა ვაზაგაშვილის მკვლელების პასუხისგებაში მიცემა მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც იური ვაზაგაშვილი მოკლეს.

ზურას მკვლელები მანამდე რომ ჩაესვათ ციხეში, დარწმუნებული ვარ, იური ვაზაგაშვილი ახლა ცოცხალი იქნებოდა.

დღეს კი შეუსრულდებოდა 66 წელი.

ნათელში იყოს მისი სული“, – წერს ჯაბა ხუბუა.