“40 წლის რომ გავხდი ცხოვრებით და გამოცდილებით ტკბობა დავიწყე, ამ ეტაპზე ვარ სამყაროს ძალიან მადლობელი“

40

არჩილ სოლოღაშვილი „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ასაკის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ 40 წლის შემდეგ დაიწყო ცხოვრებით ტკბობა:

„მე რომ ოცი წლის ვიყავი, 40 წლის ადამიანი უკვე ხანდაზმული მეგონა. 40 წლის რომ გავხდი, ცხოვრებით და გამოცდილებით ტკბობა დავიწყე, ამ ეტაპზე ვარ სამყაროს ძალიან მადლობელი, რომ ვარ იმ ასაკში, რაშიც ვარ, 44 წლის. არ მინდა, რომ ახლა 20 წლის ვიყო. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რამდენისაც ვარ…“,- ამბობს არჩილ სოლოღაშვილი.