„ჩემი ამბავი რომ მოხდა, რამდენიმე დღეში მირეკავს მამა, რომელსაც ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის დროს მეუღლე და შვილები დაეღუპა“

87

ნანკა გვარის გადაცემის, „მარტოობის 15 წუთის“ გასულ ეპიზოდს თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე სტუმრობდა.

როგორია საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილი, რა არის მისთვის ბედნიერების საზომი და რა პრინციპებით ინარჩუნებს ბედნიერებას – ნიკოლოზ წულუკიძემ წამყვანის ამ და სხვა შეკითხვების საპასუხოდ ისაუბრა და მის ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდის დროს, თანადგომის ერთ-ერთი მაგალითი გაიხსენა:

„ყოველთვის შეგიძლია ბედნიერება გაზომო შენზე უფრო ცუდ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებით – რომ, რა ქნას იმან.

ბათუმში რომ კორპუსი ჩამოინგრა და მამა, რომელსაც მეუღლე და შვილები დაეღუპა, ჩემი ამბიდან რამდენიმე დღეში მირეკავს. რომ მითხრა, ვინ იყო და რომ გავაცნობიერე, ეს კაცი გასამხნევებლად მე მირეკავს, იცით, რამხელა ძალა იყო? რომ ცდილობ, ფეხზე დადგე, პირველი არის ამის გაცნობიერება – იმას, რომელსაც ასე უჭირს [უფრო], შეუძლია, ამ დროს შენზე იფიქროს და დაგირეკოს. იმ წუთში გამიჩნდა სურვილი – ახლა მე ვის უნდა დავეხმარო?“ – თქვა ნიკოლოზ წულუკიძემ.