„ვიცი ცოცხალი რომ იყოს ყველაფერი სულ სხვანაირად იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში…“ – ნინი ქარსელაძე მამაზე

41

ნინი ქარსელაძემ სოციალურ ქსელში გამომწერების კითხვებს უპასუხა.

მომღერალმა ერთ-ერთი გამომწერის კითხვას, „როცა მამა გენატრება, რას აკეთებ მაგ დროს, რით შველი მონატრებას და ტკივილს?“ უპასუხა, რომ მამის გარეშე ძალიან უჭირს ცხოვრება:

„სულ მენატრება, ყოველ წამს და ყოველ წუთს! ძალიან მიჭირს მის გარეშე. ვიცი, ცოცხალი რომ იყოს ყველაფერი სულ სხვანაირად იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში! ხშირად ვარ მის სასაფლაოზე, ბევრს ველაპარაკები, ბევრს ვუყვები და ისიც ვიცი, რომ ჩემი მფარველი ანგელოზია“ – წერს ნინი ქარსელაძე „ინსტაგრამის“ „სთორიში“.

ნინი ქარსელაძემ გამომწერებს მამასთან ერთად გადაღებული ბავშვობის ფოტოც გაუზიარა.