„სითბოთი, სიყვარულით და საოცარი იუმორის გრძნობით სავსე, ულევი ენერგიის მფლობელი“: 71 წელი სცენაზე – ლეო ანთაძეს 92 წელი შეუსრულდა

11

მარჯანიშვილის თეატრი სოციალურ ქსელში მსახიობ ლეო ანთაძეს დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს და მსახიობის ციტატას აქვეყნებს.

„კარგი მსახიობობა რთულია, როლი რომ კარგად ითამაშო და კარგი პროდუქცია შექმნა, ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო. შრომისმოყვარეობა უნდა გახასიათებდეს. რომ ამბობენ, ნიჭიერია, მაგრამ ზარმაციაო, სისულელეა. არაფერი გამოგივა, თუ არ იმუშავე, ხოლო თუ ნიჭიერი ხარ, არ მოგასვენებს ეს ნიჭი და გამუშავებს, ხოდა მეც სულ ვმუშაობ !” – ლეო ანთაძე.

71 წელი სცენაზე!

პროფესიისადმი უსაზღვრო ერთგულებით, სითბოთი, სიყვარულით და საოცარი იუმორის გრძნობით სავსე, ულევი ენერგიის მფლობელი უნიჭიერესი ადამიანი ბატონი ლეო ანთაძე.

დღეს ბატონ ლეოს 92 წელი შეუსრულდა .

მარჯანიშვილის თეატრის სახელით ვულოცავთ იუბილეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და შემოქმედებით წარმატებას!

ჩვენ თქვენ ძალიან გვიყვარხართ“, – წერს მარჯანიშვილის თეატრი.