„კარგი იქნებოდა ეს ქალბატონი გისოსებს მიღმა აღმოჩენილიყო“

800

მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში თეა წულუკიანის მიერ ინ-ვიტრო განაყოფიერების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება. რაჭველიშვილი წერს, რომ ეს გადაწყვეტილება სხვა არაფერია, თუ არა დისკრიმინაცია და სხვისი ცხოვრებით თამაში.

„ეს უბრალოდ გულის ამრევია! დისკრიმინაცია და სხვისი ცხოვრებით თამაშია! კარგი იქნებოდა, ადამიანების უფლებების დარღვევისთვის, ეს „ქალბატონი“, გისოსებს მიღმა აღმოჩენილიყო!“ – წერს ანიტა რაჭველიშვილი.