“შვილები კი მინდა მაგრამ ურთიერთობები არა, სად მაქვს იმის თავი ყოველდღე ერთი და იმავეს გვერდით დაწვე“ (ვიდეო)

99

მომღერალი პაატა თედიაშვილი ფიქრობს, რომ აუცილებელი არ არის, ყველას ოჯახი ჰყავდეს. მომღერალმა ამის შესახებ ისაუბრა გადაცემაში „დღის პოსტი“ და აღნიშნა, რომ შვილების ყოლის სურვილი აქვს, თუმცა ურთიერთობები არ უნდა:

„შვილები კი მინდა, მაგრამ ურთიერთობები არ მინდა, იმიტომ რომ ვიცი, ჩემი რთული ხასიათის გამო ვერ შევძლებ.

ვიყოლიებთ შვილს, მას ორივე მივხედავთ, მივცემთ ყველაფერს, რაც მე გამაჩნია და რაც მას აქვს და ვალდებულებების გარეშე ვიცხოვრებთ, არ არის აუცილებელი, ყველას ოჯახი ჰყავდეს.

ბევრ ადამიანს არ ჰყავს ოჯახი, თუმცა არაჩვეულებრივი შვილები გაუზრდია და მათთვის არაჩვეულებრივი მიმართულებები მიუცია. ზოგს მამა არ ჰყავს, ზოგს დედა არ ჰყავს,  ამიტომ ეს არ წარმოადგენს პანაცეას, რომ ბედნიერებმა ვიცხოვროთ.

სად მაქვს იმის თავი, რომ მარტო ყოველ დღე ერთი და იმავეს გვერდით რომ უნდა დაწვე“.. თქვა პაატა თედიაშვილმა.