“მადლობა გაუტეხლობისთვის თანადგომისთვის უცნაური სიყვარულისთვის“ – ტარიელ ხარხელაური მეუღლეს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს

103

პოეტი ტარიელ ხარხელაური მეუღლეს, მარინა ხარხელაურს, რომელიც დღეს იუბილარია, დაბადების დღეს საჯაროდ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური ტექსტით ულოცავს.

ჩემო მარიკა! ნოემბერია…

ამ თვისადმი გამორჩეული გრძნობა მაქვს, განსხვავებული ხალისი…

15 ნოემბერი შენი დაბადების დღეა!

მადლობა უფალს, რომ პოეტის მეუღლეობის უმძიმესი ტვირთისთვის შენ გაგიმეტა, რათა პოეზიისთვის იოლად გასავლელი გზები არ მეძებნა, არ დავბნეულიყავი, დროის საწურთვნად არ ვქცეულიყავი…

მადლობა გამბედაობისათვის, გაუტეხლობისათვის, თანადგომისათვის, უცნაური სიყვარულისათვის…

მადლობა, რომ წაქცევისთვის არ გამიმეტე, არ გამწირე, პოეტის უწმინდესი სახელისთვის თვალი გამასწორებინე, პოეზიისთვის არ მაღალატებინე.

მადლობა, რომ ჩემი ხალხის დაუყვედრებელი სიყვარულით მატარებ ამ აბდაუბდა წუთისოფელში“, – წერს ტარიელ ხარხელაური სოციალურ ქსელში.