“ლიზა ძალიან მალე მოვიდა ფორმაში, ეს ალბათ გენეტიკის დამსახურებაც არის”

69

როგორია ირაკლი მაქაცარიას და ლიზა ჩიჩუას ჯანსაღი ცხოვრების წესი? – ამ თემაზე ისაუბრა ტელეწამყვანმა ირაკლი მაქაცარიამ გადაცემაში „დღის პოსტი“.

მაქაცარიას თქმით, ყოველთვის ცდილობს ჯანსაღი ცხოვრების წესს მეტი დრო დაუთმოს, აქტიურად კი უკვე 10 -12 წელია ვარჯიშობს.

ტელეწამყვანმა გადაცემაში მეუღლის, ლიზა ჩიჩუას შესახებაც ისაუბრა:

„ლიზა [მშობიარობის შემდეგ] ძალიან მალე მოვიდა ფორმაში, ეს ალბათ გენეტიკის დამსახურებაც არის, მაგრამ ის კვების ნაწილს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა, ასევე კვირაში 2 დღე „იემეს“ ვარჯიშით იყო დაკავებული, რომელმაც ხელი შეუწყო სწრაფ რეგენერაციას…“ – ამბობს მაქაცარია.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, იღებს თუ არა ლიზა რჩევებს დედის, ცნობილი ენდოკრინოლოგის, ქეთი ასათიანისგან, ირაკლი მაქაცარიამ უპასუხა, რომ მისგან სწორი კვების რეკომენდაციებს და რჩევებს მთელი საქართველო იღებს.