new_year

ვარლამ ლიპარტელიანი ახალშობილ ვაჟთან და მამა შალვასთან ერთად მზოვრეთის მამათა მონასტერს ესტუმრა

35

ძიუდოისტი, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი, ვარლამ ლიპარტელიანი ახალშობილ ვაჟთან ერთად მზოვრეთის მამათა მონასტერში იმყოფებოდა. მასთან ერთად იყო სასულიერო პირი, მამა შალვა კეკელია, რომელიც მონასტერში ჩემპიონთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

ვარლამ ლიპარტელიანი წელს მეოთხე ვაჟის მამა გახდა. მისი მეუღლე ჯემალ ჭკუასელის შვილიშვილი, გიული ჭკუასელი გახლავთ.