100 წლის ამერიკელმა ვეტერანმა 96 წლის საცოლეზე იქორწინა

52

100 წლის ამერიკელმა ჰაროლდ ტერენსმა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია, თავის 96 წლის საცოლეზე ჯინ სვერლინზე იქორწინა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ქორწინების ცერემონია ნორმანდიაში გაიმართა, სადაც ტერენსი ნორმანდიაში გადმოსხდომის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად ამერიკულ დელეგაციასთან ერთად ჩავიდა. ჟურნალისტებთან საუბრისას პატარძალმა აღნიშნა, რომ თავს ისევ ახალგაზრდად გრძნობს.

„სიყვარული მხოლოდ ახალგაზრდებისთვის არ არის“, – აღნიშნა ჯინმა.

კვირას წყვილი დაესწრო სახელმწიფო ბანკეტს, რომელიც ელისეს სასახლეში, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პატივსაცემად გაიმართა