ბარბარე ჯანაშიამ მამისადმი მიძღვნილი ლექსი წაიკითხა და პირდაპირ ეთერში ატირდა

67

საზოგადოებისთვის უკვე კარგად ნაცნობი ბარბარე ჯანაშია, რომელმაც აუდიტორიას თავი დაამახსოვრა ემიგრაციაში მყოფ მამაზე ემოციური საუბრით, „დღის პოსტს“ სტუმრობდა.

ვიდეო: „მამა, მიყვარხარ და ძალიან მენატრები“ – ბარბარე ჯანაშიას ემოციური გამოსვლა „პატარების დიდ შოუში“ და მიმართვა ემიგრანტ მამას

ბარბარემ მამაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც ემიგრაციაში მყოფი მამა ენატრება, მისთვის ყოველთვის წერს ლექსებს.

ბარბარემ მის მიერ დაწერილი ორი ლექსი გადაცემაშიც წაიკითხა, ცრემლები ვერ შეიკავა და ატირდა.