“პატარა მერცხალი“ – ბარბარე ჯანაშიამ ნანული სარაჯიშვილს სიურპრიზი მოუწყო და “მანანას“ სავიზიტო ბარათად ქცეული სიმღერა შეასრულა
ბარბარე ჯანაშია ტელესივრცეში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს – გოგონამ, საკუთარი არტისტიზმით ტელეეკრანზე გამოჩენისთანავე მოხიბლა მაყურებელი.
ეკრანზე მისი ყოველი გამოჩენისა და ახალი სიმღერის შესრულების შემდეგ, ბარბარე უამრავ კომპლიმენტს იღებს.
ბარბარემ ამჯერად სიურპრიზი მოუწყო მსახიობ მანანა სარაჯიშვილს, რომელიც „დღის პოსტს“ სტუმრობდა.
სტუდიაში ბარბარე გამოჩნდა, რომელმაც კინოფილმიდან „მანანა“ შეასრულა ამავე სახელწოდების სიმღერა, რომელიც მანანა სარაჯიშვილის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს.
პატარა მომღერალმა მანანა სარაჯიშვილი და გადაცემის წამყვანებიც აიყოლია, რომლებიც ბარბარესთან ერთად აცეკვდნენ.