“მიჩვეული ვარ შოუბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან ცინიკურად ყურებას… მე არ ვფიქრობ რომ შოუბიზნესში მეგობრობა იციან” (ვიდეო)
თამო ვაშალომიძე თვლის, რომ ქართულ შოუბიზნესში მეგობრობა არ იციან.
ამის შესახებ თამომ „ფორტუნა სთორიში“ ისაუბრა.
„მიჩვეული ვარ შოუბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან ცინიკურად ყურებას. კულისებში ჩემთან ღიმილით საუბარს და ტელევიზიებში ჩემზე გაჭორვას.
მე ამას მივეჩვიე თავიდანვე. უბრალოდ, ერთადერთი კითხვა მაქვს ხოლმე, ასეთ ხალხთან არ ვმეგობრობ, ურთიერთობა არ მაქვს, გადაკვეთა არ მაქვს, ჩემთვის ვარ. უბრალოდ, რამე დავაშავე?
მე არ ვფიქრობ, რომ შოუბიზნესში მეგობრობა იციან, არ ვფიქრობ, რომ შოუბიზნესში შეიძლება დაჯდე და ნამდვილ მეგობარს შენს რთულ დღეზე გულწრფელად ეჭორაო. ყველას კონკურენცია აქვთ ერთმანეთში, ეჯიბრებიან და მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას ეს მინდოდეს,“ – აღნიშნა თამო ვაშალომიძემ.