“მნიშვნელობა არ აქვს მდიდარი ხარ თუ ღარიბი, ადამიანები უნდა შევაფასოთ ქცევით, სიკეთით“ – იაკო დუდაშვილი შვილთან დიალოგს აქვეყნებს

63

ღირებულებები ადამიანებში – ამჯერად ამ თემაზე ისაუბრეს ცნობილმა დედა-შვილმა, იაკო დუდაშვილმა და ნიაკო ნოზაძემ, რომლებიც კამერის წინ სხვადასხვა თემებს ხშირად განიხილავენ.

„მნიშვნელობა არ აქვს მდიდარი ხარ თუ ღარიბი, როგორი ტელეფონი გაქვს, თვითმართვადი ტესლა გაქვს თუ ტოიოტა კოროლა. არც გარეგნობას არ აქვს მნიშვნელობა. ადამიანი ასეთი რამეებით და გარეგნობით არ უნდა შევაფასოთ.

ადამიანი უნდა შევაფასოთ ქცევით, სილაღით, სიკეთით. ყოფილა შემთხვევა, რომ ადამიანი მოსულა ჩემთან და გარეგნულად არ მომწონებია, მაგრამ ქცევით, სიკეთით ჩემს თვალში პროფესიონალი აღმოჩნდა“, – ამბობს ნიაკო ნოზაძე.