სოფია კვინიკაძე და მისი კორეელი რჩეული მალე მშობლები გახდებიან

67

ქართველი ბლოგერი სოფია კვინიკაძე, რომელიც ხალხმა სოციალურ ქსელში Depressed Georgian in South Korea სახელით გაიცნო, ცოტა ხნის წინ კორეელ რჩეულზე დაქორწინდა.

წყვილი პატარას მოლოდინშია. სოფია თავის ემოციებს გვიზიარებს და კადრებით გამომწერებს ყოველდღიურად ანებივრებს.

ამჯერად სოფია აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ექიმთან ვიზიტისა და ბავშვის სქესის გაგების შესახებ გვიყვება.

იმდენად დეტალურად დაათვალიერეს ნაყოფი რომ, გავარჩიე სქესი. ბავშვის სქესი დარწმუნებული ვარ რომ ვიცი. თომასთვის ჯერ არ მითქვამს, ნამცხვარი შევუკვეთეთ და ხვალ გავიგებთ. დედაჩემმა და ანამ იციან მხოლოდ“, – ამბობს სოფია.