პეტრე კოლხი ფეისსბუქზე პოსტს აქვეყნებს.
“რამდენი მარიტა და მზეჭაბუკი უნდა ჩაქოლოს ამ ბნელმა და დაუნდობელმა სოფელმა?! რამდენი მოზარდი უნდა მიიყვანოს თვითმკვლელობამდე?! ახლა იმაზე ვმსჯელობთ, ავუგოთ თუ არა წესი!.. ბავშვი სიძულვილს და აგრესიას გაექცა… იმ დაუნდობელ ყოფას, რომელშიც ყოველდღიურად იმყოფებოდა… არ მგონია ღმერთი ჩვენზე სასტიკი იყოს!.. ჩემი აზრით, არც მათ არ უნდა აეგოთ წესი, ვინც 11 წლის ბავშვი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა… იმ დასახლებაში არავის ეყო ვაჟკაცობა, მშობლების ეს სიველურე გაეპროტესტებინა… ახლა ღვარეთ ნიანგის ცრემლები, მკვლელებო!..”- წერს პეტრე კოლხი.