“ცდილობდა, მაქსიმალური კომფორტი ჰქონოდა ბავშვს”

382

სოციალური ქსელის მომხმარებელი  ახალგაზრდა დედა ქეთუსი მეშველიანი ფეისბუქის საკუთარ კედელზე წერს”

“დღეს ჩემს გვერდით მგზავრი იჯდა, მგზავრი ასაკიანი კაცი. ტრადიციულად დათა დავაჯინე სავარძელზე რადგან სესილი არც მაცდის დაჯდომას და დავიწყე აქეთ იქეთ სიარული სესილისთან ერთად. ამ კაცმა ხელი მოხვია დათას თავის სკამზე გადაისვა თითქმის, თვითონ აიტუზა და მეუბნება შენც დაჯექიო. არა მეთქი არ შეწუხდეთ მე ასე მიწევს დგომათქო. დათა აღარ გადმოვიდა აქეთ, დაუჯდა გვერდით “ბაბუს”. მერე წაეძინა ბაბუსთან ჩახუტებულს. შეწუხდებით ეგრე ერთ ადგილზე ჯდომით ბავშვის გამო წესიერად ვერ გაინძრევით და აქეთ გადმოვსვამთქო. იყოს იყოსო და მოკლედ მთელი ნახევარი საათი ასე ჩახუტებულს ეძინა, მერე შეიღვიძა და გადმოვაწვინე. მერე ბაბუმ ასე ცუდად წევსო და ფეხები თავის მუხლებზე დაილაგა და თავადაც დაიძინა. ორი საათი ეძინა დათას და ბაბუს. ცდილობდა მაქსიმალური კომფორტი ჰქონოდა ბავშვს. მოკლედ გამოღვიძების მერეც ერთი ორჯერ სესილიც დაიჭირა და მადლობის მეტი რა მეთქმის ასეთ ადამიანთან, რომელიც შენს გამო და შენი შვილების გამო წუხდება. ცხოვრებაში ხომ კარგი მამა, ბაბუა და მეგობარი იქნება. ღმერთმა დიდხანს ამყოფოს ისე მხნედ როგორც დღეს იყო “- წერს ქეთუსი მეშველიანი