new_year

თემო საჯაია და მარიტა ჯანაშია დაქორწინდნენ (ფოტოები)

596

მომღერალ თემო საჯაიას და მოდელ მარიტა ჯანაშიას ტელევიზიაში დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა ქორწინებით დასრულდა.

წყვილმა ქორწილი მცხეთაში, ღია ცის ქვეშ, საცურაო აუზზე გადაიხადა, სადაც სტუმრებს შორის ცნობილი ადამიანებიც იმყოფებოდნენ. ქორწილში მისულ სტუმრებს თეთრი სამოსი ეცვათ.

 

წყვილისთვის მნიშვნელოვან დღეს სიმღერის გარეშე არ ჩაუვლია. თემო საჯაიამ მეგობრებთან ერთად, არაერთი სიმღერა შეასრულა და მეუღლესაც უმღერა.