ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე ტყუილში გამოიჭირეს

399

პროდუსერმა ნოე სულაბერიძემ და მოდელმა ჯანეტ ქერდიყოშვილმა გასული წლის 9 ივნისს იქორწინა, წყვილს უკვე პირველი საერთო შვილი ჰყავს – ანნა სულაბერიძე.

წყვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარულობით სარგებლობს, მეტიც სოციალური ქსელის მომხმარებლებს მათ შესახებ მცირე დეტალიც კი აინტერესებთ, ამიტომ წყვილი ხშირად პასუხობს საზოგადოების შეკითხვებს.

ჯანეტი ინსტაგრამის მომხმარებლებმა კითხვების დამის დროს ტყუილში გამოიჭირეს.

ჯანეტმა დაწერა, რომ ის 28 წლის, ხოლო მისი ცნობილი მეუღლე 29 წლისაა. როდესაც ჯანეტს გაახსენეს, რომ ნოეს ჰყავს 16 წლის შვილი და ვერანაირად ვერ იქნება ამ ასაკის, ჯანეტმა აღნიშნა, რომ ტყუილი ნოეს თხოვნა იყო, რომელსაც ემორჩილება.