“არ ვიცოდე მაინც ვინ რამდენს იღებდით ფონდი ,,ქართუდან,, ყოველთვიურად ბიძინა ივანიშვილის ფულს წლების განმავლობაში”
ბესო დანელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”თავად მიხვდებით ვისაც გეხებათ , ყოვლად სამარცხვინო და ჯიგარ-გამოცლილო არტისტებო და რეალურ ცხოვრებაში მსახიობებო , არ ვიცოდე მაინც ვინ რამდენს იღებდით ფონდი ,,ქართუდან,, ყოველთვიურად ბიძინა ივანიშვილის ფულს წლების განმავლობაში . აღარაფერს ვამბობ -სახლებზე , აგარაკებზე, მანქანებზე , საზღვარგარეთ ძვირად ღირებულ ოპერაციებზე და უამრავ ფუფუნების საგანზე . განსაკუთრებით შენ ავთო ვარსიმაშვილო , 7 მილიონი , რომ გაჩუქა ბიძინა ივანიშვილმა , თავისუფალი თეატრი თავის ეზოიანად , რომ გაიფორმე და პირად საკუთრებად , რომ აქციე . რა ნამუსით გამოდიხართ და რევოლუციას გვიანონსებთ თქვე მორალისგან და ღირსებისგან დაცლილო მედროვეებო !? რა აქვს სამების ამშენებელ კაცს თქვენი ან ვინმეს შესაგინებელი საქართველოში?! დააბრუნეთ ყველაფერი რაც მიიღეთ დს ისე გაიფიცეთ თქვე მართლა მასხარებო . იქამდე დაეცით , რომ ის ანგელოსი გააოცეთ უმადურობამ ეშმაკად , რომ აქცია !!! P.s ათისა და ოცის კაცის ავაზაკობა ისე ვერ დააზიანებს ერის ცხოვრებას, როგორც სხვაგვარი ავაზაკობა ათასისა და ორი ათასისა, – პირველთ ადვილად ვიშორებთ თავიდან, ავაზაკებს ვეძახით, ვსდევნით, როგორც ცოფიან ძაღლებს, ვეტევებით თოფით და ხმლით, მოსაკლავად არა ვზოგავთ, ხოლო მეორე ჯულის ავაზაკებს ვძმობილობთ და ვემოყვრებით-ვაჟა ფშაველა”