new_year

“მირეკავს სოფო და მეუბნება აჭარის მთავრობა დაგიფინანსებს კვლევებსო”

101

მომღერალი თათია კობალაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მოგესალმებით ჩემო ტკბილებო ჩემო გულშემატკივრებო 🤎უდიდესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას ესეთი მხარდაჭერისთვის და თქვენთან მოვედი კარგი ამბით ნუ ცოტათი მაინც დამამშვიდა ამ ამბავმა და უნდა გაგიზიაროთ აუცილებლად !
ყველამ იცით რა ხარჯებთან არის დაკავშირებული სტამბულში კვლევები და მკურნალობა მე ვარ მომღერალი რომელიც დიახ ცარიელი ხელებით ყოველთვის ვიბრძვი წარმატებისთვის და ყოველთვის ვაფიქსირებ ჩემს აზრს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე არასოდეს არ მოვრიდებულვარ არც წინა ხელისუფლების დროს ჩემი აზრის გამოხატვას და არც ეხლა ! რაც არ მომწონს რაც არის მიუღებელი იმასაც ვამბობ და რაც არის მისაღები ამასაც ვაფიქსირებ ყოველთვის ! არასოდეს არ ვყოფილვარ არავისტი ალბთ ზუსტად მაგიტო არის რთული წარმატების მიღწევა რადგან უნდა იყო მხარე ესეთი შეხედულებები აქვს 99% ადამიანების ! არა ჩემო მეგობრებო არასოდეს ვიქნები მხარე არც ვყოფილვარ და არც ვიქნები ! მე ვარ მოქალაქე რომელსაც უყვარს თავისი სამშობლო ძალიან მაგრად ! ყველა აქციაზე მდგომი იმ დროსაც და ამ დროსაც მაშინ როცა ჩემს ქვეყანას ჭირდებოდა !
ეხლა რთული პერიოდი დგას ჩემს ცხოვრებაში !
ს ი მ ს ი ვ ნ ე !!!
თვლიან რომ ეს განაჩენია სიკვდილის ბევრი ადამიანი ! ამ პერიოდის მანძილზე მეც ბევრ რამეს ვფიქრობ უამრავი ფიქრი მაქვს თავში ! წარმოგიდგენიათ სიმსივნიანი ყელით ერთი თვის წინ დავასრულე პროექტი ყაზახეთში სადაც ამ ყელით 14 ტური გავიარე 14 ტურიიი ანუ ხვდებით ხომ ?! მიუხედავად იმისა რომ მქონდა სისხლდენა ყურიდან ცხვირიდან ვიყავი საშინლად დაღლილი ვთვლიდი რომ ეს ყველაფერი გადაღლის ბრალი იყო მაგრამ აღმოჩნდა ვერაგი დაავადება რომელიც ჩემს სიცოცხლეზე მნიშვნელოვან ორგანოს ყელს შეეხო! ჩემი ხმა არის ჩემი მთელი ცხოვრება და კიიიი ვინმე თუ მეტყვის თათია სიცოცხლეა მთავარიო არააა მე ვეტყვი რომ ჩემი ხმა არის მთავარი ჩემთვსი😔მე თუ არ ან ვერ ვიმღერებ ავტომატურად მოვკვდები ვერ ვიცხოვრებ უბრალოდ ამის გარეშე !
ამ მძიმე მომენტში როცა სტამბული გველოდება მაგრამ თანხები ესე ხელში არ გვაქვს არავის და გვჭირდება მობილიზება ჩემი ოჯახი ყველაფერს აკეთებს ამისთვის და მეგობრებს კოლეგებს და უბრალოდ ადამიანებს ვერ შევაწუხებდი დახმარების თხოვნით იმოტომ რომ ამ ვერაგი დაავადებით უამრავი ბავშვი იტანჯება ვისაც ჩემზე მეტად სჭირდება რომ იცოცხლოს ამიტომ ვიკავებდი თავს თხოვნაზე დამეხმარეთ თქო😔🥺

გუშინწინ უბრალოდ სოფოსთან რომელიც მართლა საოცარი გოგოა გავაგზავნე დიაგნოზი ყველაფერი კალკულაცია და ვკითხე ნეტა შეიძლება რამე მოხერხდეს იქნებ მცირედი მაინც თქო და გუშინ ღამით მირეკავს 🤎ეს საოცარი გოგო რომელიც წლებია მიცნობს , და იცის როგორ პატივსაც ვცემ მას პირადად და კულტურის მინისტრს ქალბატონ მაიას 🤎თუმცა არ მახასიათებს ვაზელინობა არავის ვეტენები გამოყენების მიზნით ან იმ მიზნით რომ რაღაცას გამიკეთებს ვინმე !
მე ყოველთვის ვაკეთებ ჩემს საქმეს და თუ მჭირდება კონკურსისთვის ბილეთები ან რამე მსგავსი მაშინ ვაწუხებდი რომ თუ მოხერხდებოდა დამხმარებოდა მერია ან სამინისტრო და როცა ახერხებდნენ ყიდულობდნენ ტენდერით ბილეთს !

მოკლედ გამიგრძელდა წერა და მთავარი უნდა გითხრათ ! მირეკავს სოფო და მეუბნება ბატონმა თორნიკე რიჟვაძემ და ყველამ იცის შენი ამბავი გადაწყდა აჭარის მთავრობა დაგიფინანსებს კვლევებსო! 😭😭😭😭😭 ეს იცით რას ნიშნავს ჩემთვის ?! მაქვს შანსი მალევე დაინიშნოს მკურნალობა და მაქვს შანსი ვიცოცხლო ვიმღერო კიდევ ბევრი და კიდევ უამრავ წარმატებას მივაღწიო !
მადლიერება არის გრძნობა რომელიც სულ გამაჩნდა უმადური ადამიანების ატანა არ მაქვს !
მადლობა Sopho Khalvashi თორნიკე რიჟვაძე • Tornike Rijvadze Maia Khajishvili
მადლობა ძალიან დიდი ! 🤎🙏🏽“